logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკიმ რონალდ რეიგანის "თავისუფლების მედალი" მიიღო

08 მარ 202200:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/08/zss9pn6smfs0lss.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რონალდ რეიგანის თავისუფლების მედალი მიიღო. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზელენსკისთვის განკუთვნილი მედალი უკრაინის ელჩს აშშ-ში, ოქსანა მარკოვას რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ რაიანმა გადასცა.

რაიანის განცხადებით, რომ ეს ჯილდო ხაზს უსვამს ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერულ თვისებებს და მილიონობით უკრაინელის დაუმარცხებელ სულს, რომლებიც იცავენ უფლებას, აირჩიონ საკუთარი მომავალი და შთააგონონ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, იბრძოლონ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისათვის.


close დახურვა